ახალი ამბები

როლანდ ახალაია: დაუშვებლად მიგვაჩნია ბაჩანა ახალაიას ‘კანონიერ ქურდებთან’ გადმოყვანა

14 ნოემბერი, 2012 • 1062
როლანდ ახალაია: დაუშვებლად მიგვაჩნია ბაჩანა ახალაიას ‘კანონიერ ქურდებთან’ გადმოყვანა

ახალაიას მამის, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის, როლანდ ახალაიას თქმით, ამ დილით გახდა მისთვის ცნობილი, რომ მისი შვილი მე-7 დაწესბულებაში გადაიყვანეს:

 

“ამ დილით გავიგეთ, რომ ბაჩანა ახალაია გადმოუყვანიათ ამ დაწესებულებაში ისე, რომ საქმის კურსში არ იყო არც მისი დამცველი და არც მისი ოჯახი. ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია მისი “კანონიერ ქურდებთან” გადმოყვანა, ვინაიდან ეს არის მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მცდელობა. ის არანაირი უსაფრთხოების დაცვის მიზნით აქ არ გადმოუყვანით, ვის ატყუებენ? ჩვენ მათი უსაფრთხოების არ გვჯერა. აქ ვიდგებით მანამდე, სანამ კანონიერ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ”.

 

#7 დაწესებულებაში ამ დროისთვის ახალაიას მოსანახულებლად მისი ადვოკატები შევიდნენ.

 

14:00 საათზე კი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ბრიფინგს გამართავს, სადაც განმარტავს ახალაის #7 დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი