ახალი ამბები

თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშების გამარჯვებულები დაასაჩუქრა

14 ნოემბერი, 2012 • 2785
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშების გამარჯვებულები დაასაჩუქრა

გარდა ამისა, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება ამით არ სრულდება. მათ, ვინც თიბისი ბანკის განახლებული იტნერნეტ ბანკითა და მობაილ ბანკით სარგევლობს, ეძლევა უნიკალური შანსი, მოიგოს სუპერ-პრიზი: ავტომობილი KIA Sportage, რომლებსაც თიბისი ბანკი 8 დეკემბერს ლოტოტრონის საშუალებით გაათამაშებს.  


ლოტოტრონში მოთავსებული იქნება იმ მომხმარებელთა  ბილეთები, რომლებმაც ნოემბერში თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით მინიმუმ 3 განსხვავებული ტრანზაქცია შეასრულეს და დააგროვეს გათამაშების ბილეთები.  

  
8 დეკემბერს, ზუსტად 20:00 საათზე გათამაშების მოანწილეებს შეეძლებათ, ონლაინ რეჟიმში, ლაივსტრიმის მეშვეობით, თვალი ადევნონ გათამაშებას, რომელიც თიბისი ბანკის Facebook გვერდზე  (facebook.com/TBCBank) შედგება.


შეგახსენებთ, ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებელთათვის თიბისი ბანკმა უკვე სამჯერ გაათამაშა Apple-ის პრიზები და უკვე 9 გამარჯვებული დაასაჩუქრა. 8 დეკემბერს ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლებს ელით კულმინაციური, ბოლო გათამაშება, რომლის დროსაც ერთი იღბილიანი მონაწილე  სუპერ-პრიზს, ავტომობილ KIA Sportage-ს მოიგებს.


შეგახსენებთ, გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, უნდა ისარგებლოთ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით და ნოემბრის თვეში განახორციელოთ მინიმუმ სამი განსხვავებული ტრანზაქცია, რომლისთვისაც თქვენ გადმოგეცემათ გათამაშების ერთი ბილეთი. ხოლო ყოველ მომდევნო ტრანზაქციაზე დამატებით კიდევ ერთ ბილეთს მიიღებთ. თუ თქვენ ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობდით წინა თვეების განმავლობაშიც, თქვენ მიერ დაგროვილი ბილეთები დაემატება ნოემბერში დაგროვილ ბილეთებს. ასე რომ, უფრო მეტი შანსი გექნებათ მოიგოთ ავტომობილი KIA Sportage!  

 

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი, დარეგისტრირდით ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდზე :www.tbconline.geან გადმოტვირთეთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-დან, დაიწყეთ ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის აქტიური მოხმარება, დააგროვეთ ბილეთები და მოიგეთ თქვენი ოცნების ავტომობილი KIA Sportage!


მანქანის მოგება არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი!

მასალების გადაბეჭდვის წესი