ახალი ამბები

‘ქართულ ოცნებას’ ბათუმში ‘კარდაკარის’ ხელფასები არ გაუცია

14 ნოემბერი, 2012 • 1321
‘ქართულ ოცნებას’ ბათუმში ‘კარდაკარის’ ხელფასები არ გაუცია

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე მჟავანაძე “ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს, ხელფასების გადახდა 15 ნოემბრისთვის იგეგმება:

 

“კარდაკარში მონაწილე პირებს ხელფასები პირად ანგარიშებზე ხელშეკრულებების შესაბამისად დაერიცხებათ. ანაზღაურება იქნება 100 ლარი”, -აცხადებს იგი.

 

ბათუმში სულ 104 საარჩევნო უბანი იყო. როგორც თორნიკე მჟავანაძე ამბობს, თითოეულზე ოთხი აქტივისტი იყო დასაქმებული. მთლიანობაში, “ქართულ ოცნებას” “კარდაკარში” დასაქმებული პირებისთვის 41 600 ლარი აქვს გადასახდელი. კოალიცია “ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშებს ყადაღა რამდენიმე კვირის წინ მოეხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი