ახალი ამბები

ივანიშვილი: 2014 წლის გაზაფხულზე წასვლას ვაპირებ

14 ნოემბერი, 2012 • 882
ივანიშვილი: 2014 წლის გაზაფხულზე წასვლას ვაპირებ

“ვაპირებ 2014 წლის გაზაფხულზე წასვლას. მაგრამ მე არ წავალ დამარცხებული, დავტოვებ ძალიან კარგ ხელისუფლებას და მთავრობას. ავიღებ მათზე პასუხისმგებლობას და გადავალ სამოქალაქო საზოგადოებაში, საიდანაც გავაკონტროლებ ჩემ მიერ დატოვებულ ხელისუფლებას. უნდა მივეჩვიოთ, რომ ერთ კაცზე არ უნდა იყოს ხელისუფლება დამოკიდებული. საზოგადოება უნდა განვითარდეს. ეს არის ყველაზე დიდი ოცნება ჩემი,”- განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფება. დღეს, 14 ნოემბერს კი,  NATO-ს გენერალურ მდივანს უნდა შეხვდეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი