ახალი ამბები

ანდრო ბარნოვი: ჯარში დასჯის მეთოდი ევროპაშიც მკაცრია

14 ნოემბერი, 2012 • 1058
ანდრო ბარნოვი: ჯარში დასჯის მეთოდი ევროპაშიც მკაცრია

“აქამდე ასეთი ფაქტების შესახებ ჯარში არ მსმენია. გარკვეული პრეტენზიები მეთაურების სტილის შესახებ სხვადასხვა ოფიცერთან პირადად მეც მქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დასაჭერია. დასჯის მეთოდები არა მხოლოდ ქართულ ჯარში, ზოგადად ჯარში არის ბევრნაირი. მათ შორის მკაცრიც. ისეთ ორგანიზაციებშიც კი, როგორიც არის საგანმანათლებლო ინსტიტუტები თავდაცვის სფეროში, იგივე ამერიკაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მეთოდები საკმაოდ მკაცრია. წელს ზემოთ გაშიშვლებას და თოვლში სირბილის შესახებ კი არ გამიგია, და კონკრეტულად ასეთი რაღაც არც საქართველოში მსმენია. მაგრამ, ზოგადად, დასჯის მეთოდი ჯარში არის მკაცრი. სადაც მე თავად მიმიწვდებოდა ხელი, იქაც ჩვენ ბევრს ვფიქრობდით ხოლმე დასჯის მეთოდებზე და რაღაც სტანდარტები შემოგვქონდა. იგივე ის რუსული მეთოდი, დაბლა რომ დაყრიდნენ და აზიდვებს აკეთებინებდნენ, ეს მეთოდები მთლიანად აღმოფხვრილი იყო,”- განაცხადა ბარნოვმა.

სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის თქმით, რამდენად არის ჯარისკაცების დასჯა დაკავების საფუძველი, მას თქმა უჭირს.

“ეს ის თემებია, რომელსაც უფრო ღრმად მსჯელობა სჭირდება. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირებს ვაკავებთ, ალბათ მინიმუმ სასამართლოს დასკვნა უნდა გვქონდეს. პირადად მე არ მახსენდება, რომ არსებით განხილვამდე ან სასამართლომდე ვინმე დაეკავებინოთ. რატომ არის ასეთი სასწრაფო ამ ადამიანების დაკავება, არ ვიცი.”

შეგახსენებთ, რომ შს და თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს, ერთ-ერთი ეპიზოდის შესაბამისად, ჯარისკაცების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბრალი დაუმძიმდათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი