მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი თბილისში აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის სამუშაო შეხვედრას გამართავს, რომელიც მიზნად ისახავს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის შესრულებისთვის, UNESCO-ს პერიოდული ანგარიშების მომზადებაში UNESCO-ს წევრ ქვეყნებს დახმარება გაუწიოს.   
 
 
UNESCO-ს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას 19 ქვეყნის 21 წარმომადგენელი მიიღებს, ღონისძიებას UNESCO-ს, ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო), ICCROM-ისა  (კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და რესტავრაციის საერთაშირსო ცენტრი) და IUCN-ის  (ბუნების დაცვის საერთშორისო კავშირი) აღმასრულებელი პირები და წამყვანი ექპსერტები წარუძღვებიან.
 
 
სამუშაო შეხვერდები  14-15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 09:30 საათზე გაიმართება.    

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *