პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში, იგეგმება ჩინური ენის პედაგოგების ჩამოსვლა, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს ჩინურ ენას შეასწავლიან. მათი დაბინავება მოხდება ადგილობრივ ოჯახებში. ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” გვერდზეა განთავსებული.
“ვისაც აქვს სურვილი, უმასპინძლოს ჩინური ენის პედაგოგს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. ჩინური ენის პედაგოგის მასპინძლობა არ არის ანაზღაურებადი,”- წერია პროგრამის გვერდზე.
შეგახსნებთ, რომ მოხალისე ჩინელი პედაგოგების ჩამოსვლასთან დაკავშრებით ინფორმაცია პირველად მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა. საპილოტე პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე საქართველოში 10 ჩინელი მოხალისე მასწავლებელი უნდა ჩამოსულიყო.