ახალი ამბები

მერაბიშვილის მეგობრის კომპანიაზე მასალების მოკვლევას ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს

13 ნოემბერი, 2012 • 1450
მერაბიშვილის მეგობრის კომპანიაზე მასალების მოკვლევას ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს

საუბარია დაახლოებით 12 პროექტზე, რომელსაც სამინისტრო კომპანია ”ნიუ -ენერჯისთან” თანამშრომლობით ახორციელებდა. ყველა მათგანზე სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მასალები ფინანსთა სამინისტროს უკვე გადასცა.

 

მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ყურადღებას მიმდინარე წლის პროექტზე ამახვილებს. საქმე კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთს შეეხება.

 

მურღულიას განმარტებით, როგორც საქმის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, 3 მილიონი ლარის პროექტი შესრულებული არ არის.

 

ივლისში გამოცემული მთავრობის განკარგულებებით, იმის გამო, რომ ეს პროექტი გადაუდებლად ჩაითავალა, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ”ნიუ-ენერჯის” უნდა განეხორციელებინა.

 

”სამუშაოები განხროციელებული არ არის. არის ძალიან სავალალო მდგომარეობა, სავარაუდოდ მაისამდე უამინდობის გამო ვერც ვერაფერი გაკეთდება. ჰქონდა თუ არა რამე გარიგებას ადგილი, არ ვიცით, ამას გამოძიება დაადგენს,” – აცხადებს შოთა მურღულია.

 

კომპანია “ნიუ ენერჯის” 70%-ის წილის მფობელი ლუხუმ კაპანაძეა. სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ლუხუმ კაპანაძე ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.

 

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, სამინისტროში საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც არსებობს.

 

”ასეთი დაბალი შესრულება ამ სამინისტროს არ ჰქონია თავისი დაფუძნებიდან. ბოლო 9 თვის მონაცემით, პროექტების მხოლოდ 58%-ია შესრულებული. ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა კი მესამე კვარტალშია – 43%.”

მასალების გადაბეჭდვის წესი