ახალი ამბები

ივანიშვილი: სირცხვილია, რომ იძულებული ვართ, გენერალური შტაბის უფროსი დააკავოს პროკურატურამ

13 ნოემბერი, 2012 • 4916
ივანიშვილი: სირცხვილია, რომ იძულებული ვართ, გენერალური შტაბის უფროსი დააკავოს პროკურატურამ

ბიძინა ივანიშვილის ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთების თაობაზე:

 

“მე მგონი, რომ საერთოდ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ცდილობენ, რომ ზედმეტად არ ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის საქმეებში, მაგრამ აცნობიერებენ, რომ რა განცხადებები უნდა გაკეთდეს და, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია ის, თუ გნებავთ, ჩემი მხრიდანაც, ჩვენი ქვეყნის მხრიდანაც, რომ ჩვენს ქვეყანაში იძულებული ვართ, გენერალური შტაბის უფროსი დააკავოს პროკურატურამ და, რა თქმა უნდა, ეს სირცხვილია ქვეყნის და სირცხვილია ქვეყნის ის, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი დააკავა პროკურატურამ. ეს, რა თქმა უნდა, სირცხვილია, ეს აღაშფოთებს, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას.

 

უკმაყოფილონი ვართ ჩვენც და, რა თქმა უნდა, განიცდიან ევროპელებიც და ეს რეაქციაც არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მათაც, მე მგონი, კარგად იციან, რა იყო ჭეშმარიტი რეალობა საქართველოში და არცთუ ისე გაღიზიანებულნი არიან, რაც ხდება იმასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატოს გენერალურ მდივანს შეთავაზებს ნატოს სამუშაო ჯგუფის შექმნას:

 

“ნატოს სამუშაო ჯგუფი ჩვენთან ერთად შეეცდება და მიიღებს მონაწილეობას, რა ხდება დღეს რეალურად ქართულ არმიაში და რა ხდებოდა დღემდე და ერთად გავერკვევვით, ერთად დავალაგებთ. ჩვენ მხოლოდ პოზიტიურად შევხედავთ ასეთ მოვლენებს და მე ვაპირებ მსგავსი შეთავაზება მას გავუკეთო”.

 

ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ხვალ, 14 ნოემბერს შეხვდება ბრიუსელში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი