ახალი ამბები

ხადური: უმრავლესობა დავარწმუნე, რომ ბიუჯეტში ყველა საარჩევნო დაპირება იქნება ასახული

12 ნოემბერი, 2012 • 1352
ხადური: უმრავლესობა დავარწმუნე, რომ ბიუჯეტში ყველა საარჩევნო დაპირება იქნება ასახული

 „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექმნება შესაბამისი დაფინანსება, ამ ეტაპისთვის ესაა 42 მილიონი ლარი იმისათვის, რათა სრულად ჩაატაროს არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ პარლამენტში გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატების ნაცვლადაც“.

 

ამ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრმა ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. როგორც ხადურმა განაცხადა, უმრავლესობამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ბიუჯეტი:

 

„უმრავლესობა დაინტერესდა იმ ვალდებულებების შესრულებით, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ ავიღეთ და მე ისინი დავარწმუნე, რომ ყველა ვალდებულება საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში იქნება ასახული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი