ახალი ამბები

ასაკობრივი პენსიის თანხა გათანაბრდება

12 ნოემბერი, 2012
ასაკობრივი პენსიის თანხა გათანაბრდება
საქართველოს წინა მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 140 ლარი გახდა, ხოლო 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი ყველა პენსიონერისთვის დაწესდა. საქართველოს კანონმდებლობით, ასაკის გამო პენსიის მიღების უფლება ქალებს აქვთ 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს– 65 წლიდან.
 
 
„პენსიონერების ხელოვნური დაყოფა არის აბსოლუტურად არასწორი და ამიტომ ყველა ასაკის პენსიონერს ექნება თანაბარი პენსია,“ – აცხადებს ნოდარ ხადური. მისივე განმარტებით, პენსია გაიზრდება 150 ლარამდე და ამ თანხაში არ შევა დაზღვევის პაკეტი: 
 
 
„ეს იქნება მხოლოდ თანხობრივი საკითხი. ეს არ ითვალისწინებს დაზღვევის თანხას. დაზღვევის პაკეტზე ცალკე ვმუშაობთ და ის ყველა პენსიონერს შეუნარჩუნდება“.
 
 
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პენსიების გაზრდას მთავრობა 2013 წლიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი