ახალი ამბები

ლტოლვილთა სამინისტრო გორში აღარ გადავა

12 ნოემბერი, 2012 • 1365
ლტოლვილთა სამინისტრო გორში აღარ გადავა

„ცხადია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გორში ვერ გადავა იმიტომ, რომ ძირითადი ნაკადი მაინც ლტოლვილების თბილისშია და ადამიანებს დამატებითი პრობლემები არ უნდა შევუქმნათ“, – განაცხადა ხადურმა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გორში გადატანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა გორში ვიზიტის დროს. ხადურის თქმით, სამინისტროს შენობის გორში მშენებლობა 6 მილიონი ლარი დაუჯდა ბიუჯეტს:

 

“ამ თანხით რამდენიმე ათეული ლტოლვილის პირობების გაუმჯობესება იქნებოდა შესაძლებელი”. 

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2013 წლის ბიუჯეტით 50 ლარი მილიონი ლარი გამოიყოფა იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციისთვის, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განკარგავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსებისთვის 2013 წლის ბიუჯეტიდან 48 მილიონი გამოიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი