ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტისთვის 40 მილიონზე მეტი დაიხარჯა

12 ნოემბერი, 2012 • 4996
ქუთაისის აეროპორტისთვის 40 მილიონზე მეტი დაიხარჯა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს გახსნა ოფიციალურად და განაცხადა:

 

„ახალ აეროპორტს ვხსნით კოპიტნარის ყოფილი სამხედრო აეროპორტის ადგილზე, რომელიც 2008 წელს ჩვენი მტრის, დამპყრობლის ავიაციამ მიწასთან გაასწორა და არსებული ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. ეს აეროპორტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა, იმ  საქართველოსი, რომელსაც შეუძლია მუდმივად აღდგეს ფერფლიდან.”

 

იმავე დღეს ახალი აეროპორტიდან პირველი საერთაშორისო ავიარეისი დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ „ვიზ ეარმა“ კიევის მიმართულებით შეასრულა. ქუთაისის დავით აღმაშნებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის პრიორიტეტად მაშინდემლმა მთავრობამ დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და საავიაციო ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა გამოაცხადა.

 

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მშენებლობა 2011 წლის ნოემბერში დაიწყო. აეროპორტის ტერმინალი დააპროექტა ჰოლანდიურმა კომპანია „UN studio“-მ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერული კომპანიების ათეულში შედის. სამშენებლო სამუშაოებს ქართული და ევროპული კომპანიები ასრულებდნენ. ასაფრენი ზოლის, მიმოსვლის ბილიკისა და საჰაერო ხომალდის სადგომების მშენებლობას კი კომპანია „Black Sea Group“ აწარმოებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი