ახალი ამბები

ივანიშვილმა და ბაროზომ შეხვედრა შეაჯამეს

12 ნოემბერი, 2012 • • 916
ივანიშვილმა და ბაროზომ შეხვედრა შეაჯამეს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა, რომ შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ახალი ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციის პრიორიტეტულობა. 

 

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაღრმაოთ და დავაჩქაროთ ეს პროცესები, როგორც შესაძლებელია. ჩვენ დღეს მოვახერხეთ და ბატონ პრეზიდენტთან ერთად  განვიხილეთ ყველა ის ძირითადი საკითხი და  პრიორიტეტი, რომელიც  დღის წესრიგშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის.  განვიხილეთ ყველა საკითხი, გავაანალიზეთ დინამიკა და დავსახეთ ამოცანები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სწრაფი განვითარებისთვის”

 

ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ფარგლბში დაფიქსირდა  ინტერესი 2013 წლის ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით.

 

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ მიაღწიოს და შეასრულოს ყველა ის ამოცანა, რომელიც დასახულია აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის მოქმედების  გეგმის მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ვილნიუსის სამიტამდე მოვახერხოთ ასოცირების შეთანხმების შესახებ ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმება გავაფორმოთ.  ჩვენი მიზანია ასევე თავისუფალ მიმოსვლაზე შეთანხმება”. 

 

ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა  ევროკომისიის პრეზიდენტს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ, კონკრეტულად კი ქვეყნის უსაფრთხობის და სტაბილურობის მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს:

 

“ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება და ევროპაში არის მტკიცე პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ასევე ხაზგასასმელია ის მტკიცე   პოზიცია, რასაც ევროკავშირი განუხრელად და თანმიმდევრულად  აფიქსირებს საქართელოს ტერიტორიული მთლიანობის ცნობასთან  დაკავშირებით და მომავალშიც იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მხარდაჭერას ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართულებით”.

 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მან დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ  ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისავის, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები. გაგრძელდება და გაღმავდება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა:

 

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველი ხალხის გამოხატული ნება, სწრაფვა და ინტეგრაცია  ევროკავშირის ქვეყნებთან შესაძლებელი გახდეს უახლოეს მომავალში” 

 

შეხვედრა შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტმაც, მან ხაზი გაუსვა პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელების მნიშვნელობას და ივანიშვილს უშუალოდ მიულოცა პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავება:

 

“საქართველო არის ერთ–ერთი წევრი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის. მე და პრემიერს ძალიან ღია და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ, განვიხილეთ თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაღრმავების გზები, ეს არის საერთო მიზანი, რომელსაც საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა მივაღწიოთ”. –აღნიშნა ბაროზომ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი