“ქვეყანაში მისი მმართველობის პერიოდში მისი და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილია მრავალი მძიმე დანაშაული. ამასთან ერთად, მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივ ქმედებების გამოძიებისა და გამოვლენის პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გუშინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის”. აღნიშნულ მოთხოვნას ხელი მოაწერა ხელოვნებისა და კულტურის მუშაკების ნაწილმა.