სტუდენტები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სწორედ თვითმმართველობის ხელმძღვანელებს და რექტორს ეკისრებათ:
“სუდენტების მოთხოვნები სრულებით სამართლიანია, რადგან პირები, რომლებიც თვითმმართველობას ხელმძღვანელობენ, უშუალოდ მონაწილეობდნენ გასული წლის 26 ოქტომბერს სტუდენტების გატაცების საქმეში, ხოლო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რექტორს. ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ–ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელსაც ძალიან დიდი ფინანსური რესურსი გააჩნია. მე ახლა ხელში მიჭირავს უნივერსიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც 40 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან 20 მილიონი თანამშრომლების ხელფასებზე და პრემიებზე იხარჯება, 15 მილიონი მივლინებებზე და საოფისე ხარჯებზე, ხოლო ერთი მილიონი ლარი ელექტროენერგიის გადასახადზე, მაშინ, როდესაც ბევრი სტუდენტი, რომელთა ნაწილიც არის სოციალურად დაუცველი, სწავლას თავს ანებებს იმის გამო, რომ ვერ იხდის გადასახადს, სტუდენტებს არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ”, – აცხადებს აქციის მონაწილე, სტუდენტური მოძრაობა “სოლიდარობის” თავმჯდომარე ივანე მეფარიშვილი.
სტუდენტების განცხადებითი, მათ იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო მათ ყურადღებას მიაქცევს და უნივერსიტეტში მდგომარეობა გამოსწორდება.