ახალი ამბები

ანონსი – 17 თებერვალი

17 თებერვალი, 2017 • 5752
ანონსი – 17 თებერვალი

11:00 სააათზე, პარლამენტში (ფრაქციის ოთახი), “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ვარკეთილის მოსახლეობასთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას. თემა: თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ქმედებები. მის: თავისუფლების 2

11:00 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პარლამენტის სასახლე. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11:30 საათზე, “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება. თემა: განათლებაში არსებული პრობლემები. საქართველოს პარლამენტი, ევროპული საქართველოს ფრქციის ოთხათან.

12:00 საათზე, საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში, პარტია ,,მერმარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზის თაობაზე ბრიფინგს გამართავს. თემა: “რუსთავი 2”-ის მიერ დაანონსებული აქცია და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირები: 595 03 77 22 თამთა კალანდაძე; ნინო ქეშელაშვილი 598 70 06 42

12:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ევროპის პარლამენტის წევრთან, ანა გომეშთან. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.

14:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.

14:30 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა ევროპის პარლამენტის წევრთან, ანა გომეშთან. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული).

15:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (N221).

15:20 ფრაქცია  „საქართველოს პატრიოტების“ წევრების შეხვედრა ევროპის პარლამენტის წევრთან, ანა გომეშთან. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული).

17:00 საინფორმაციო სააგენტო ,,ედიტორის” ახალგაზრდა ჟურნალისტები, სტუდენტები რუსთავი2-ის მხარდასაჭერად განცხადებას გააკეთებენ. მის: კოსტავას პირველი შესახვევი, კორპ 7. ბ 1. ტელ: 591051601

მასალების გადაბეჭდვის წესი