ახალი ამბები

ახალაიას საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

11 ნოემბერი, 2012 •
ახალაიას საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს

ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში განცხადება გუშინ, 10 ნოემბერს შეიტანეს. პროცედურის მიხედვით, გასაჩივრების შესახებ განცხადება იმავე სასამართლოში შედის, რომელმაც გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ მიიღო. საქალაქო სასამართლო ვალდებულია გასაჩივრების განცხადება სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნოს, რომელიც მიღებიდან 72 საათში მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს თუ არა ძალაში საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილება.

 

“სავარაუდოდ ორშაბათს ან სამშაბათს გადაგზავნიან, მათ არ აქვთ განსაზღვრული დრო, თუმცა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო მიიღებს განცხადებას, 72 საათში უნდა გვაცნობოს გადაწყვეტილება”,- ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძე ამბობს, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო: “ჩვენ ვცდილობთ, რომ სასამართომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს”,-ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი