“ნიუსთაითში” 2 ნოემბერს სიუჟეტი ერთ-ერთ ბავშვთა სახლში პედოფილიის შემთხვევებზე იყო მომზადებული. სიუჟეტში ერთ-ერთი დაზარალებული ყვებოდა, რომ ბავშვთა სახლის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობდა ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთი წევრი. სიუჟეტში პოლიტიკოსის სახელი და გვარი არ იყო ნახსენები, მაგრამ პროგრამის ეთერში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჭორი, რომ საუბარი იყო ლორდ ალისტერ მაკელპაინზე. ლორდმა კატეგორიულად უარყო მისი კავშირი პედოფილიის შემთხვევებთან.
BBC-ს გენერალური დირექტორი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2012 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა, გუშინ, 10 ნოემბერს ამ სიუჟეტის გამო გადადგა.
ჯორჯ ენტვისლმა ლორდ მაკელპაინს პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მას არ უნახავს სიუჟეტი ეთერში გასვლამდე.
“გამომდინარე იქიდან, რომ გენერალური დირექტორი ასევე არის მთავარი რედაქტორი და აქვს პასუხისმგებლობა ეთერში გასულ ყველა პროგრამაზე, ასევე იმის გამო, რომ მიუღებელია ის ჟურნალისტური სტანდარტები, რომელიც ნიუსნაითის პროგრამაში იყო, ვალდებული ვარ, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან”,-განაცხადა ჯორჯ ენტვისლიმ.