ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ორშაბათს გიორგი კალანდაძეს შესაძლებელია უფლებამოსილება შეუწყდეს:

“უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ჩვენი ქვეყნის სამართლიანობის მთავარი პრინციპი. სწორედ ამიტომაც, ვიდრე არ იქნება ნებისმიერი  დანაშაული დამტკიცებული სასამართლოში, ყველა ადამიანი არის უდანაშაულო. იმის გამო, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ორშაბათს შესაძლებელია გენერალ კალანდაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იყოს მიღებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შევჩერდებით. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თავდაცვისუნარიანობას.”

 

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის რანგში კვლავ განაგრძობს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. ქვეყნის პირველი პირი გიორგი კალანდაძეს დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.

9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას აღკვეთ ღონისძიებად 20-20 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ისინი სამართალდამცავებმა 7 ნოემბერს დააკავეს. მათ, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას მსგავსად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებაში ედებათ ბრალი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *