ახალი ამბები

ვახტანგ ხმალაძე: გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება

10 ნოემბერი, 2012 •
ვახტანგ ხმალაძე: გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება

“სრულიად გაუგებარია ჩემთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ  აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა მას, ის ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს მას, კვლავ ძალაშია და ეს საქმე იქნება გამოძიებული. ამ საქმეში არის დანაშაულის ნიშნები. ასეთ პირობებში, როდესაც ასეთი ბრალდება აქვს წაყენებული გიორგი კალანდაძეს, მისი დატოვება ამ თანამდებობაზე სრულიად მიზანშეუწონელია”,-ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მყარი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სასამართლოზე და გიორგი კალანდაძეს ბრალეულობა დამტკიცდება, გაერთიანებული შტაბის უფროსი თანამდებობას დაკარგავს. მიუხედავად იმისა, სურს თუ არ სურს  ეს ვინმეს. თუმცა ფიქრობს, რომ იმ სასამართლოს პირობებში, რომელიც დღეს არის საქართველოში, არ არის გამორიცხული, პოლიტიკურმა პროცესებმა სასამართლოზე გავლენა მოახდინოს:

“როცა სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, მაშინ ხელისუფლების მოქმედებები, ხელისუფლების მიერ აშკარად გამოხატული სურვილი, გავლენას ახდენს დამოკიდებულ სასამართლოზე . ისეთ ვითარებაში, როგორც ჩვენთან არის, როცა იკვეთება ორხელისუფლებიანობა, მე გამიჭირდება ვთქვა, სასამართლო როგორ მოიქცევა”,-ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი