ახალი ამბები

მელორ ვაჩნაძემ გათავისუფლებაზე უარი თქვა

10 ნოემბერი, 2012 •
მელორ ვაჩნაძემ გათავისუფლებაზე უარი თქვა

“მელორ ვაჩნაძის ადვოკატი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ განუხილველი დაგვეტოვებინა მისი საქმე, მელორ ვაჩნაძეს თავის დროზე საბჭომ უარი უთხრა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, ეს გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა სასამართლოში. საქალაქო სასამართლოს შემდეგ მათ აპელაცია შეიტანეს მომდევნო ინსტანციაში. სასამართლო უახლოეს პერიოდშია ჩანიშნული, მელორ ვაჩნაძე აპირებს დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას”,-აცხადებს სოზარ სუბარი.

სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მელორ ვაჩნაძე საჭიროდ ჩათვლის, მას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას.

პატიმრების უმეტესობა უკვე გათავისუფლდა.  დღეს საპატიმროს სულ 59 პატიმარი დატოვებს.

 მოძრაობა ”შემოგვიერთდის” წევრი მელორ ვაჩნაძე 2009 წლიდან იხდის სასჯელს თაღლითობის ბრალდებით, თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური აქტიურობის გამო დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი