ახალი ამბები

დღეს 60 პატიმარი დატოვებს საპყრობილეს

10 ნოემბერი, 2012 •
დღეს 60 პატიმარი დატოვებს საპყრობილეს

დღეს საპატიმროს 60 პატიმარი დატოვებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით,  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა ახალი შემადგენლობით.

 

სხდომაზე განიხილეს 250-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომლებსაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ ადგილობრივი საბჭოების მიერ წინა თვეებში.

 

პრიორიტეტი მიენიჭათ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულებს, მათ შორის აივ ინფექციით  და ტუბერკულოზით დაავადებულებს, ასევე პირებს, რომლებიც არ იყვნენ გასამართლებული ძალადობრივი დანაშაულისთვის და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩენილი ჰქონდათ 6 თვემდე. 

“აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით  დღეს 60 პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, აქედან 2 არასრულწლოვანი, 5 ქალი. ასევე– არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებული მელორ ვაჩნაძე და  თემურ ჟორჟოლიანი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი