ახალი ამბები

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

9 ნოემბერი, 2012 •
პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

პრეზიდენტის ფეისბუქის გვრედზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელს 13-14 ნოემბერს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში სააკაშვილი პრაღიდან ჩავა, სადაც ნატოს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12 ნოემბერს პრაღაში გაიმართება, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. პრაღაშივე 12 ნოემბერს იგეგმება მიხეილ სააკაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა.

13-14 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტიცაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი