ახალი ამბები

მერია ივანიშვილისა და უგულავას კამათის ამსახველ ვიდეოს ითხოვს

9 ნოემბერი, 2012 •
მერია ივანიშვილისა და უგულავას კამათის ამსახველ ვიდეოს ითხოვს

“2012 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომელსაც  მთვრობის წევრებთან ერთად თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა. მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე  საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შორის სოციალური შეღავათების აღდგენასთან დაკავშირებით  კამათი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა  თბილისის მერთან საუბრისას აღნიშნა, რომ სხდომაზე სოციალური საკითხები არ განიხილებოდა, რის შემდეგაც თბილისის მერმა სხდომათა დარბაზი დატოვა. თბილისის მერია მთავრობის სხდომის იმ ვიდეომასალის ჩანაწერის გავრცელებას ითხოვს, სადაც პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან საუბრისას აფიქსირებს, რომ ის არ აპირებს სოციალური საკითხის განხილვას”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბარი კანცელარიის პრეს-სამსახურის პირადი კამერა იღებდა.

 

მერიის განცხადებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის მიხედვით აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი