ახალი ამბები

უგულავა: მთავრობის დამოკიდებულება ცინიზმის მწვერვალია

9 ნოემბერი, 2012 •
უგულავა: მთავრობის დამოკიდებულება ცინიზმის მწვერვალია

“სოციალურ თემებზე საუბრის ნაცვლად პრემიერ მინისტრისგან მოვისმინე ჭკუის სწავლების ტონალობაში განცხადება და მოკლე შენიშვნები სუბორდინაციასთან დაკავშირებით, თუმცა ცენტრალურ მთავრობასა და თბილისის მთავრობას შორის არანაირი სუბორდინაცია არ არსებობს”,-აცხადებს უგულავა.

 

თბილისის მერი უკმაყოფილოა მთავრობის დამოკიდებულებით. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება შევარდნაძის დროის მთავრობას და თბილისის მერიას შორის არ ყოფილა:

 

“თურმე თბილისის მერიისთვის და ყველასთვის, ვისაც განსხვავებულია აზრი აქვს, ეს შენობა ჩაკეტილი იქნება. მთავარობის ეს დამოკიდებულება არის ცინიზმის მწვერვალი, ეს შენობა გადაიქცა ქაჯეთის ციხედ, მთავრობა გახდა კარჩაკეტილი, რომელსაც ხალხის ბედი არ ანაღვლებს, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი