ახალი ამბები

სააკაშვილი დაკავებული გიორგი კალანდაძის ოჯახს ესტუმრა

8 ნოემბერი, 2012 •
სააკაშვილი დაკავებული გიორგი კალანდაძის ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის ოჯახს ესტუმრა და მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მოინახულა.  ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

 

ამავე ინფორმაციის თანახმად, პრეზიდნეტი დღესვე ბაჩო ახალაიასა და ზურაბ შამათავას მეუღლეებს ტელეფონით ესაუბრა. 

 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე, თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი და ზურაბ შამათავა დაკავებულები არიან. 

 

ისინი ეჭვმიტანილები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად ჯერ მხოლოდ გიორგი კალანდაძეს წაუყენა. ცნობილია, რომ დაკავების საფუძველი გახდა მოწმეების – ყოფილი ჯარისკაცების ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ დაკავებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

კალანდაძეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ბაჩო ახალაიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებასა (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი) და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები).

მასალების გადაბეჭდვის წესი