ახალი ამბები

ივანიშვილის პირობა არასამთავრობოებს ომბუდსმენის კანდიდატთან დაკავშირებით

8 ნოემბერი, 2012 • 1621
ივანიშვილის პირობა არასამთავრობოებს ომბუდსმენის კანდიდატთან დაკავშირებით

“მხოლოდ ამ მოსმენების შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას, თუ ვის წარადგენს სახალხო დამცველად და ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას,” – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, მათ გამოთქვეს უკმაყოფილება პრემიერ-მინისტრთან იმ პროცესის შესახებ, რაც სახალხო დამცველის ირგვლივ ვითარდება:

 

“ჩვენი ინიციატივა იყო, რომ პარლამენტმა მოუსმინოს ყველა კანდიდატს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. პრემიერ მინისტრი დაგვპირდა, რომ მმართველ გუნდთან დააყენებს ამ საკითხს.”

 

დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საზოგადოებრივი დამცველი, მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მრავალეროვანი საქართველო, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, ლიბერალური აკადემია თბილისი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ევრაზიის განვითარების ფონდი, GFSIS.

 

არასამთავრობოების განცხადებით, მათ პრემიერთან ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა, შრომის საკითხები, ეკოლოგია და ა.შ. მათ ივანიშვილისგან მიიღეს პირობა, რომ მთავრობა იქნება გახსნილი და გაითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებს.

თამარ ჩუგოშვილი და ბიძინა ივანიშვილი
თამარ ჩუგოშვილი და ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი