„ეს იდეა გავაცანი ჩემი ფრაქციის წარმომადგენლებს და კომიტეტის წარმომადგენლებს, რომელთა მხრიდან არის საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს იდეა პარლამენტში მოწონებას დაიმსახურებს,“ – აცხადებს ელისო ჩაფიძე.
მისივე თქმით, ყოველწლიური ამ გადასახადიდან დაახლოებით 70 ათასი ლარი შედის ბიუჯეტში:
„ეს არ არის დიდად მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ, ვფიქრობ, მცირე რეინვესტირების საშუალებას მისცემს ბეჭდურ მედიას ეს ინიციატივა“ – განაცხადა ჩაფიძემ.
“საქართველოს პრესის ასოციაცია” 2009 წელს დააფუძნეს: ზაზა ახობაძემ (ჟურნალი “თბილისელები”), იოსებ გოგონაშვილმა (გაზეთი “ახალი თაობა”), ირაკლი თევდორაშვილმა (გაზეთი “კვირის პალიტრა”), ზურაბ მაჭარაძემ (გაზეთი “რეზონანსი”) და ლაშა ნადარეიშვილმა (გაზეთი “ასავალ–დასავალი”). მიმდინარე წლის 7 დეკემბერს კი ასოციაციაში ახალი წევრები მიიღეს – ზაზა გაჩეჩილაძე (გაზეთი “მესინჯერი”) და მაია ფურცელაძე (გაზეთი “ვერსია”).
თავის მხრივ, “საქართველოს პრესის ასოციაციამ” გასული წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ დააფუძნეს “თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია”, რომელმაც პირველი შემოწირულობა სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.