“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი დაგროვილი გამოცდილება უნდა იყოს გამოყენებული და ჩართული ვიყოთ რეფორმებში,” – აცხადებს ჩუგოშვილი.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხს დასვამს:
“მე ამ პროცესს შევაფასებდი გარკვეულწილად იმედგაცრუებად. გაცხადებული იყო, რომ არსებობდა სურვილი, კანდიდატი ყოფილიყო დასახელებული არასამთავრობო სექტორიდან, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ის კანდიდატი, რომლის ინიცირებაც მომდინარეობდა მმართველი ძალის მიერ. ჩვენ არ ვსაუბრობთ კანდიდატის თაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე: ის, რაც წარიმართა, არ შეესაბამებოდა დანაპირებს.”
ლომჯარიას მოსაზრებას იზიარებს თამარ ჩუგოშვილიც:
“მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობამ ეს პროცესი არასწორად წარმართა. ერთი მხრივ, ვადები გაჭიანურდა, რაც არასწორი იყო, მეორე მხრივ, ის საზოგადოებრივი განხილვის პროცესი, რაც მიმდინარეობდა, უგულვებელყოფილი იქნა, რაც არასწორია.”
