ახალი ამბები

‘თელასის’ 125 თანამშრომელს სამსახურში აღადგენენ

8 ნოემბერი, 2012 • • 1068
‘თელასის’ 125 თანამშრომელს სამსახურში აღადგენენ

“თელასის” პროფკავშირების ხელმძღვანელის მალხაზ ღონიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი მოთხოვნა იყო კომპანიის ტოპმენეჯმენტის სამსახურიდან გათავისუფლება და გაშვებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა: “აშოტ მანუკიანმა გაათავისუფლა ტოპმენეჯმენტი და გასცა განკარგულება თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების შესახებ.”

მალხაზ ღონიაშვილის ინფორმაციით, აშოტ მანუკუანმა “თელასის” ტოპმენეჯმენტიდან 12 თანამშრომელი გაუშვა, რომელებიც კომპანიაში უშუალოდ ზურაბ არსოშვილის მითითებით დასაქმდნენ.

“თელასის” პრესსამსახურის ვალერი ფანცულაიას ინფორმაციით, ზურაბ არსოშვილის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნება კომპანიაში ეტაპობრივად მოხდება: “მხარეებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას თანამშრომლების დაბრუნებაზე. ეს არის ტექნიკური საკითხი. თანამშრომლების დაბრუნება “თელასში”  ორშაბათიდან დაიწყება.”

ვალერი ფანცულაიას ინფორმაციით, აშოტ მანუკიანმა “თელასიდან” ზურაბ არსოშვილის მიერ მოყვანილი 70 თანამშრომელი გაუშვა: “დღეს კომოპანიიდან წავიდა 12 თანამშრომელი. ეტაპობრივად ხდება ჩანაცვლება, რათა სამუშაო პოცესი არ დაირღვეს.”

ზურაბ არსოშვილმა “თელასში” დირექტორის მოადგილის თანამდებობა 2012 წლის 1 ნოემბერს დატოვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი