ახალი ამბები

ავტობუსის მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

8 ნოემბერი, 2012 • 1572
ავტობუსის მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

როგორც ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია აცხადებს, მძღოლებმა 16-პუნქტიანი მოთხოვნები შეიმუშავეს, რომელიც თბილისის მერიას და სატრანსპორტო კომპანიას გაუგზავნეს:

 

“ისინი გაეცნენ მძღოლების მოთხოვნებს, იყო შეხვედრა, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, რადგან ხელფასის მომატებაზე უარს აცხადებენ. ამ დროისთვის სამივე ავტოპარკის მძღოლები გაფიცულები არიან და მანამდე არ აპირებენ სამუშაოს გაგრძელებას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – აცხადებს ლავრენტი ალანია.

 

მძღოლების ძირითადი მოთხოვნა ხელფასის მომატება და შრომითი პირობების გაუმჯობესებაა. პროფკავშირების ინფორმაციით, დღემდე პატარა ავტობუსის მძღოლები საათში 5.28 ლარს, ხოლო დიდი ავტობუსის მძღოლები 6.32 ლარს იღებდნენ:

 

“იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი საცობში მოხვდება და საწვავის გადახარჯვა მოხდება, მათ საკუთარი ჯიბიდან უწევთ ამ თანხის დაფარვა, თბილისში კი, მოგეხსენებათ, მუდმივად საცობებია”, – აცხადებს ლავრენტი ალანია. მისი თქმით ამ დროისთვის გაფიცულია 1350 მძღოლი და ტექნიკური პერსონალი, მძღოლები ავტოპარკებში არიან შეკრებილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი