მუხაშავრია, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა ომბუდსმენობის კანდიდატად, ამბობს: “კანონის ენით თუ ვიტყვით, ეს დასახალება [ნინა ხატისკაცის] უმრავლესობის მრიდან სრულიად კანონიერია, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მივედავებით, სხვა საკითხია, რამდენად დემოკრატიული და საზოგადოებისთვის მისაღებია საკითხის ასე გადაწყვეტა”.
მუხაშავრიას განცხადებით, როდესაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე ოთხი ადამიანი მოიაზრებოდა, არაფორმალური შეხვედრა შედგა უმრავლესობის 4 წარმომადგენელთან. ლია მუხაშავრია, თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე სოზარ სუბარს, ეკა ბესელიას, მანანა კობახიძეს და ვიქტორ დოლიძეს შეხვდნენ.
” ჯერ კიდევ არ იყო ერთთვიანი ვადა 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე გასული, როცა ეს შეხვედრა შედგა. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ნუ დაარღვევთ იმ ვადებს, რასაც კანონი ითვალისწინებს ( არაუგვიანეს 30 დღეში უნდა მოხდეს ნომინერება და დამტკიცება სახალხო დამცველის), და მეორე თხოვნა იყო, თუ თქვენ პატივს სცემთ სამოქალაქო საზოგადოებას და ყურს უგდებთ მათ, ოთხივე ადამიანი, რომელიც მოიაზრებოდა, დაესახელებინათ არც ერთის გამოკლებით. სხვაგვარად ჩვენ არ ვიქნებით თანახმა, ისინი დაგვთანხმდენენ, ეს იყო არაფორმალური შეთანხმება”.
მუხაშავრიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან ნინა ხატისკაცის წარდგენასთან დაკავშირებით მიანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული უმრავლესობის წევრები, რომლებსაც შეხვდენენ, არ არიან გადაწყვეტილების მიმღები, ან მათ აზრს ანგარიშს არ უწევენ.
თავად ნინა ხატისკაცს კი ლია მუხაშავრია მხოლოდ პოზიტიურად ახასიათებს:
“მე ენა არ მომიბრუნდება ნინას წინააღმდეგ რამე ვთქვა, მე მას ვიცნობ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობიდან, ყოველთვის მქონდა სიმპათია და დღესაც მაქვს, დაე, პარლამენტმა დაგვარწმუნოს, რომ ის უკეთესია, მე ეს გამიხარდება”.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე უმრავლესობა მხარს ნინა ხატისკაცს დაუჭერს.
„უმრავლესობის სამივე ფრაქცია შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატურა იქნება ნინო ხატისკაცი. ჩვენ მას ხვალ უმრავლესობის სხდომაზე მოვიწვევთ, გვექნება მასთან შეხვედრა, არსებობს გარკვეული კითხვები, გვინდა გარკვეულ თემებთან დაკავშირებით მისი მოსაზრება მოვისმინოთ და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის მერე უმრავლესობა მხარს დაუჭერს მას.“
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ყოფილმა თანამშრომელმა, საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა ნინა ხატისკაცმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ “ქართული ოცნების” სხვადასხვა წევრების მხრიდან მის მიმართ იყო შეთავაზება სახალხო დამცველის პოსტის დაკავების შესახებ, თუმცა ეს არ ყოფილა ოფიციალური შეთავაზება ან მოლაპარაკება. ნინა ხატისკაცმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერდა თამარ გურჩიანის კანდიდატურას, რის გამოც არ აპირებდა შეთავაზების მიღებას.
აქამდე სახალხო დამცველის პოსტზე სხვადასხვა ჯგუფებმა დაასახელეს ექვსი კანდიდატი: თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, ნათია იმნაძე, გელა ნიკოლაიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, უჩა ნანუაშვილი.








