წულუკიანის თქმით, კალანდაძე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანდასწრებით დააკავეს და მას განემარტა ყველა ის უფლება, რომელიც აქვს ბრალდებულს, მათ შორის– ჰყავდეს ადვოკატი და ისარგებლოს დუმილის უფლებით.
კალანდაძე არ დაუკითხავთ, განხორციელდა მისი პირადი ჩხრეკა. წულუკიანის თქმით, კალანდაძემ ორჯერ მიიღო წინადადება, რომ გამოეძახებინა დამსწრეები მისი ჩხრეკის დროს, რაზეც უარი განაცხადა.
“კალანდაძემ განახორციელა ზარი, იგი დაუკავშირდა თავის ახლობელს, ამცნო დაკავების შესახებ და თავისი ოჯახი ჩააბარა ერთგულ პირს.
დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, იგეგმებოდა მისი ორივე ბინის ჩხრეკა, მთავარ პროკურორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაგვეჩხრიკა ის ბინა, სადაც იყვნენ მისი ოჯახის წევრები ეს ჩხრეკა გადაიდო გათენებამდე, რათა ოჯახს არ განეცადა ის სტრესი, რასაც ითვალისწინებს ღამით ჩხრეკის ჩატარება, გარეგანი დათვალირებით დაკავებულს დაზიანება დაკავების დროს არ აღენიშნებოდა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, კალანდაძე, შესაბამისი ოქმის გაფორმების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და მისი დაცვის უფლება დაკითხვისას და შემდგომ საგაოძიებო ქმედებებისას იქნება დაცული.
