ახალი ამბები

გიორგი თაბუაშვილი: ‘პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შუქის გათიშვის აუცილებლობა არ იყო’

6 ნოემბერი, 2012 • • 1736
გიორგი თაბუაშვილი: ‘პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შუქის გათიშვის აუცილებლობა არ იყო’

“2012 წლის ბიუჯეტში ხარჯები რომ შემცირდეს, ამას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. კანონში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. რაც შეეხება 2013 წელის ბიუჯეტს, იქ იგეგმება ხარჯების შემცირება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები 5 მილიონი ლარით შემცირდება. ეს კი გავლენას მოახდენს პრეზიდენტის სასახლის განათებასა და სხვა ხარჯებზე.”

 

ფინანასთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რეზიდენციის გარეგანათების გათიშვის აუციელბლობა  არ იყო, რადგან ეს ხარჯები 2012 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება.  

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის რეზიდენციისთვის გარეგანათების გათიშვის შესახებ დღეს განაცხადა. მისი თქმით, გარეგანათების გათიშვა ახალ ბიუჯეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების 9 230 000 ლარის 4 230 000 ლარამდე შემციერბამ განაპირობა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი