ახალი ამბები

პრეზიდენტის ფონდი არამიზნობრივი ხარჯების გამო შემცირდა

6 ნოემბერი, 2012 • • 1102
პრეზიდენტის ფონდი არამიზნობრივი ხარჯების გამო შემცირდა

„პრეზიდენტის და მთავრობის საფინანსო ფონდებიდან არ ხდებოდა თანხების მიზნობრივად ხარჯვა. გარკვეული დროის შემდეგ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება.  დაინახავთ, რომ ამ სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსების საკმაოდ დიდი ნაწილი მიდიოდა არა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ლიკვიდაციითვის, არამედ სხვა მიმართულებით“ – ამბობს გიორგი თაბუაშვილი.  

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, რადიკალურად შემცირდა უშიშროების საბჭოს დაფინანსება: „უშიშროების საბჭოს ბიუჯეტის 80 პროცენტზე მეტი იყო  ე.წ ფარული ხარჯი. რომლის ხარჯვაც გრიფით საიდულოს ქვეშ ხორციელდებოდა. ჩვენ არ გვქონდა ინფომაცია, რა ტიპის ხარჯები იყო. არც მის მიზანშეწონილობაზე და მიზნობრიობაზე არ გვქონდა ინფორმაცია.“  

2013 წლის ბიუჯეტის პროექტით პრეზიდენტის ადმინისტრაციის  დაფინანასება14.1 მლნ ლარიდან  9.2 მლნ ლარამდე შემცირდება.  პრეზიდენტზე დაქვემდებარებული ეროვნული უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი არსებული 24.7 მლნ ლარიდან მომავალ წელს 1.8 მლნ ლარამდე შემცირდება. ასევე მკვეთრად მცირდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა – ეს ფონდი მომავალ წელს 10 მლნ ლარს მიიღებს წელს გათვალისწინებული 50 მლნ ლარის ნაცვლად. 2013 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი კვლავაც 50 მლნ ლარით არის განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი