პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ, ეკა ბესელია და ოთარ კახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
“თქვენ რუსეთის აგენტები გამოაცხადეთ პოლიტპატიმრებად,” – მიმართა ეკა ბესელიას “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ.
ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ოთარ კახიძე საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავია:
“შენც ხარ მაგ სისტემის ნაწილი და შეწყვიტე მაგ თემაზე ლაპარაკი. შენ და ადეიშვილს ვინც გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ ჩვენ. მოძალადეთა თანამონაწილე ხარ,” – აღნიშნა ბესელიამ. რაზეც ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიამ კარიერიერა ცილისწამებით გაიკეთა.