ახალი ამბები

გია ჟორჟოლიანი: მაღაროელებმა გამოხატეს ნდობა პრემიერისადმი და გაფიცვა შეწყვიტეს [Video]

6 ნოემბერი, 2012 • 1051
გია ჟორჟოლიანი: მაღაროელებმა გამოხატეს ნდობა პრემიერისადმი და გაფიცვა შეწყვიტეს [Video]

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერის აპარატში მომდევნო ხუთშაბათს შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც შრომითი ურთიერთობების და ზოგადად, სოციალური დიალოგის ტიპის საკითხს შეისწავლის“. 

 

გია ჟორჟოლიანის განმარტებით, დღეს პირადად შეხვდა ჭიათურელ მაღაროელებს და აღნიშნული გადაწყვეტილება გააცნო:

 

„მშრომელებმა გამოხატეს სრული ნდობა პრემიერ-მინისტრისა და ამ კომისიის მიმართ, მათ ეს აღიქვეს გარანტიად და დათანხმდნენ იმ მოთხოვნებს, რომელიც ადმინისტრაციამ უკვე დღეს შესთვაზა“.

 

ამ პირობების თანახმად, ჭიათურელ მაღროელებს ხელფასი 32 პროცენტით გაეზრდებათ, თუმცა შეთანხმება პრემიების საკითხზე ვერ მოხდა. 

 

ჟორჟოლიანის მოსაზრებით, ამ კომისიის შექმნა, რომელიც პარლამენტარებით და სამინისტროების წარმომადგენლებით დაკომპლექტებდა, არის პირველი ნაბიჯი, რომ სახელმწიფოსთვის ეს სფერო პრიორიტეტული გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი