ახალი ამბები

2012 წელს შიდა და გარე ვალდებულებები 512,8 მილიონი ლარით გაიზარდა

6 ნოემბერი, 2012 •
2012 წელს შიდა და გარე ვალდებულებები  512,8 მილიონი ლარით გაიზარდა

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების  ფაქტიურმა მაჩვენებელმა  შეადგინა 4 544.1 მლნ ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის (7 053,6 მლნ ლარი) 64.4%-ია.

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა  8 120.0 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ 4 912.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 60.5%-ია.

ხარჯების გეგმა სახელმწიფო ბიუჯეტით  6 783.6 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 4 186.2 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 61.7%-ია.  

რვა თვეში ბიუჯეტში ვალდებულებების ზრდამ 512.8 მლნ ლარი შედგინა. აქედან საშინაო ვალარდებულებები  91.9 მლნ ლარით, ხოლო საგარეო ვალდებულებები 420,9 მლნ ლარით გაიზარდა.

          2012 წლის 1 იანვრისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადი სახსრების ნაშთმა შეადგინა 491,5 მლნ ლარი, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე ნაშთი 771,9 მლნ ლარი იყო. საანგარიშო პერიოდში ფულადი სახსრების ცვლილებამ (ნაშთის დაგროვება)  280.4 მლნ ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი