ახალი ამბები

პრეზიდენტის პრესსპიკერი: იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ

6 ნოემბერი, 2012 •
პრეზიდენტის პრესსპიკერი: იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ

მანანა მანჯგალაძის თმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შემცირება.

 


“ძირითადი ხარჯები ეხება გარე განათებას, რაც თავის მხრივ ჩვენი დედაქალაქის  გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, რაც ითვალისწინებს  პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ხარჯების  შემცირებას, იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ”, – აცხადებს მანჯგალაძე.

 

შეგახსენებთ, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომელიც საქართველოს ახალმა მთავრობამ უკვე შეიტანა პარლამენტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილია 9 230 000 ლარი, რაც თითქმის 5 მილიონი ლარით ნაკლებია 2012 წლის დაფინანსებასთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი