ახალი ამბები

შიმშილობის ერთი კვირა [Video]

6 ნოემბერი, 2012 •
შიმშილობის ერთი კვირა [Video]

როგორც სოციალურად დაუცველები აცხადებენ, პროტესტის ამ უკიდურესი ზომების მიუხედავად, მათ ყურადღებას არავინ აქცევს – არც ცენტრალური ხელისუფლება და არც თბილისის მერია:

“მეთორმეტე დღეა, ამ შენობაში შემოვედით, ყველანი ვართ თბილისში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველები, მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროსაც, მერიასაც, მაგრამ არავინ პასუხს არ გვაძლევს. ვითხოვთ ბინებით დაკმაყოფილებას, რადგან არ გვაქვს არანაირი საცხოვრებელი, დღემდე ჩვენთან არავინ არ მოსულა. ან იმედი მოგვცენ, ან გვითხრან, რომ ტყუილად ვშიმშილობთ, არანაირი პასუხი არ გვაქვს”, – აცხადებს ერთ–ერთ მოშიმშილე ირმა ტაკაშვილი.

მოშიმშილეთა ნაწილი დღეს ქუთაისში წავიდა, ისინი იმედოვნებენ, რომ პარლამენტში მაინც მიიღებენ პასუხს – განიხილება თუ არა მათი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი.

სოციალურად დაუცველებს დღეში რამდენჯერმე სასწრაფოს გამოძახება უხდებათ. შენობაში, რომელშიც 55 ოჯახი შესახლდა თვითნებურად, არ არის ელექტროენერგია, წყალი და საპირფარეშო.

როგორც სოციალურად დაუცველები აცხადებენ, ისინი ნებისმიერი ფართით დაკმაყოფილებაზე თანახმა არიან:

“ჩვენ არ ვითხოვთ მაინც და მაინც ამ შენობაში დარჩენას ან თბილისის ცენტრში ბინას, ნებისმიერი ფართი მოგვცენ, რომ თავშესაფარი გვქონდეს, თუნდაც თბილისს გარეთ. ქირას არ ვთანხმდებით, ისევ ძველი გამოცდილების გამო, წინა ხელისუფლებაც დაგვპირდა ქირის გადახდას, მაგრამ რამდენიმე თვეში შეგვიწყვიტეს და გადასახადი ჩვენ დაგვაწვა კისერზე”, – აცხადებს ნარგიზა ქართველიშვილი.

სოციალურად დაუცველების განცხადებით, ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პასუხი კვლავ ვერ მიიღეს, პროტესტის ნიშნად პირს კიდევ რამდენიმე მათგანი ამოიკერავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი