ახალი ამბები

2013 წლის ბიუჯეტი ისევ დაქირავებულების დაბეგვრით შეივსება

6 ნოემბერი, 2012 •
2013 წლის ბიუჯეტი ისევ დაქირავებულების დაბეგვრით შეივსება

აქედან ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 437.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2012 წლის სახელწიფო ბიუჯეტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8  პროცენტით მეტია.   .


2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 920.0 მილიონი ლარია და  მთლიანი შიდა პროდუქტის 23.6%-ს შეადგენს.


2013 წლის ბიუჯეტის პროექტში გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელში ყველაზე დიდი მოცულობა საშემოსავლო გადასახადს უკავია.


საშემოსავლო გადასახადი 1 805.0 მილიონი ლარით განისაზღვრა და მშპ-ს 6.2 პროცენტია.  2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით ამ გადასახადის წილი ბიუჯეტში 11.3 პროცენტით იზრდება.


მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი  930.0 მლნ ლარით  განისაზღვრა (მშპ-ის 3.2 პროცენტი) და 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 8.5 პროცენტით იზრდება.


დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 388,0 მილიონი ლარით; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელის წილი გადასახადების სტრუქტურაში 663.0 მილიონი ლარია. იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი – 104.0 მლნ; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 30.0 მილიონი ლარით.


2013 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 167.0 მლნ ლარით, რაც 73 მილიონი ლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის საბიუჯეტო გრანტები– 52.0 მილიონი ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები– 115.0 მილიონი ლარი.


2013 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 350.0 მილიონი ლარის ოდენობით, საიდანაც 151,0 მილიონი  ლარი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მოგებიდან მისაღები დივიდენდებია.


2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 7 339.7 მლნ ლარს.

2013 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 6,0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი