ახალი ამბები

დაუბეგრავი მინიმუმი დაქირავებულს 2103 წლის ბოლოს დაუბრუნდება

6 ნოემბერი, 2012 • • 855
დაუბეგრავი მინიმუმი დაქირავებულს 2103 წლის ბოლოს დაუბრუნდება

2013 წლის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შემოღებული იქნება “დაუბეგრავი მინიმუმი”– დაქირავებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, რაც წლის განმავლობაში 1 800 ლარს შეადგენს.

ამ შეღავათით ისარგებლებენ ის დაქირავებული პირები, რომელთა შემოსავლები არ აღემატება 6000 ლარს. “დაუბეგრავი მინიმუმის” შეღავათი დაქირავებულ პირებზე 2013 წლის ბოლოს გავრცელდება. წლის განმავლობაში 20 –პროცენტიან საშემოსავლო გადასახადს ყველა დაქირავებული გადაიხდის. შეღავათით მოსარგებლეებს კი თანხა ფისკალური წლის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებათ. ეს ცვლილება საგადასახადო შემოსავლებს 2014 წლიდან შეამცირებს.

2013 წლის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 805.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2012 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 11,3 პროცენტთ აღემატება. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზი მაჩვენებელი მშპ–ს 6,2 პროცენტია.     

მასალების გადაბეჭდვის წესი