ახალი ამბები

ანონსი – 9 თებერვალი

8 თებერვალი, 2017 • 1834
ანონსი – 9 თებერვალი

09:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.


10:30 – სასტუმრო „ამბასადაროში“ სახალხო დამცველი წარადგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს „ოკუპირებული ტერიტორიტორიების შესახებ“ კანონს, მასში შესატან ცვლილებებს და ასახავს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.


11:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ,,რესპუბლიკელები“, ,,დედაქალაქი“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები – სევდია უგრეხელიძე და ალექსანდრე ელისაშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.


11:30 – „მემარცხენე ალიანსის გენერალური მდივანი“ სოსო შატბერაშივილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ლეიბორისტებისთვის“ საბანკო ანგარიშის დაყადაღება; ინფორმაცია და საეჭვო კითხვები შალვა ნათელაშვილის ანგარიშებთან დაკავშიირებით; ცვლილებები კონსტიტუციაში (ბლოკების შესაძლო აკრძალვა) და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

13:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პარტია „ მემარცხენე ალიანსი“ გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის შესახებ ბრიფინგს გამართავს.


13:00 – დემოკრატიული მოძრაობის ოფისში გაიმართება გიორგი ახვლედიანის ბრიფინგი, თემა: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, 200 ათასი ხელმოწერით, პარლამენტში შესული საკონსტიტუციო პროექტის, კენჭისყრაზე დაყენების მოთხოვნა. საკონტაქტო პირი


13:30 – მედია მკვლევარი ნინო დანელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის შესახებ ბრიფინგს გამართავს.


14:00 – „ ქალთა პარტია -სამართლიაობისა თანასწორობისათვის“ თქვმჯდომარე, ხათუნა მაჭავარიანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის შესახებ ბრიფინგს გამართავს.


17:00 –  Impact Hub Tbilisi-ში გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award -ის გახსნითი ღონისძიება.


19:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე  საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს მიერ თანამშრომელთა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინების მოთხოვნით, “მწვანე მუშტი” აქციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი