საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერის, ეკა მიშელაძის თქმით, პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში:
„ საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან. საუბარი კონკრეტულად შეეხო იმას, თუ რა ხდება, როგორი არის ზოგადად მისი განვითარების გეგმა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრებისგან“- თქვა მიშველაძემ.
6 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ შემუშავებული გეგმა, რომელსაც სამეურვეო საბჭოს და მოსახლეობას მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარებისთვის სამსჯელოდ სთავაზობენ. გეგმა 2018 წლამდე ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს, გარდა მოამბისა. ოპტიმიზაციის შედეგად კი იგეგმება არხის ტექნიკურ-ტექნოლოგიური და მატერიალური განახლება, ასევე არქივის გაციფრულება.
ამავე თემაზე – დაბალი ხელფასები, მოძველებული კამერები, “პეტლიჩკები” – რა პრობლემებს უჩივიან საზმაუს თანამშრომლები.