“მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები სახალხო დამცველის აპარატში, მთლიანად საქართველოში არის ძალიან საინტერესო ეტაპი, საინტერესო დრო, როდესაც დგება შესაძლებლობა, ეს აპარატი გაცილებით უფრო უკეთესად იყოს ჩართული უფლებათა დაცვის სფეროში. სახალხო დამცველისთვის არ იქნება პრიორიტეტული რომელიმე კონკრეტული უფლება, სახალხო დამცველი არის ყველა დაჩაგრული უფლებაშელახული მოქალაქის ქომაგი, შესაბამისად, ყველა უფლება, ნებისმიერი დარღვევა იქნება რეაგირებული და მხარდაჭერილი სახალხო დამცველის მხრიდან, თუმცა მაინც არის საკითხები, რაშიც სახალხო დამცველი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული. მე ვფიქრობ, რომ რეგიონული სამსახურები უნდა გაძლიერდეს, რადგან დარღვევის ფაქტები გაცილებით უფრო მეტია საქართველოს რეგიონებში, რასაც, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ბოლო პერიოდში”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილმა.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველად უჩა ნანუაშვილის არჩევის მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად ხვალ მიმართავს.