ახალი ამბები

ბაჩო ახალაია: მე დავბრუნდი საქართველოში

5 ნოემბერი, 2012 •
ბაჩო ახალაია: მე დავბრუნდი საქართველოში

“მე პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ჩემს ქმედებაზე, თითოელ ჩემს ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების ბოლო პერიოდის უაპელაციო განცხადებები ჩემ მიმართ ადასტურებს, მათ მიერ ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებებს შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ პახუსი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მიმართვაში, რომელიც ბაჩო ახალაიას სახელით გავრცელდა, ნათქვამია, რომ საქართველოდან დროებით იყო წასული და ახლა ქვეყნის დატოვებას აღარ აპირებს:

 

“საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მისი მოქალაქის მიმართ. მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თუმცა მტკივნეული რეფორმირების პროცესში. მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან სადმე წასვლას და რასაც არ უნდა ვსაქმიანობდე მომავალში, ჩემი უმთავრესი პრინციპი იქნება საქართველოს წარმატება და წინსვლა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და სიმშვიდე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი