“მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების ზოგიერთი წევრის არასწორ განცხადბებს. გუშინ ვკითხულობდი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა განცხადება, თითქოს ქაოტურ ხასიათს ატარებს პირობით ვადამდე გათავისუფლებები. მინდა ყველა დაგარწმუნოთ, ეს არის აბსოლუტურად გააზრებული, მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც კანონის ფარგლებში ჯდება. ქაოტური გათავისუფლებები იყო მანამადე,”- განაცხადა სუბარმა.
მისივე განმარტებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების კრიტერიუმები ღიაა და მათი გაცნობა შეიძლება.
“ამიტომ კარგი იქნება, თუ არასწორი განცხადებებისგან სამომავლოდ თავს შევიკავებთ.”
სოზარ სუბარმა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მაია ხასიამ დღეს, 5 ნოემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექნილ ვითარებაზე ისაუბრეს.