გია მაისაშვილმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მან თქვა, რომ უნივერსიტეტის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას თანამდებობიდან წასვლის სურვილი აქვს.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მაისაშვილის კომენტარის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
“გია მაისაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს უნივერსიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და საკითხი უნივერსიტეტის დღის წესრიგში არ დგას. თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი აკადემიურმა საბჭომ 2010 წლის დეკემბერში 4 წლის ვადით აირჩია”,-აცხადებენ თსუ-ში.