ახალი ამბები

ეგვიპტეში ახალ პაპს ირჩევენ

4 ნოემბერი, 2012 • 1100
ეგვიპტეში ახალ პაპს ირჩევენ

ამ სამიდან ერთ–ერთი ეგვიპტის პაპს, შენუდა III–ს შეცვლის. იგი კოპტურ ეკლესიას სათავეში 40 წლის მანძილზე ედგა და 2012 წლის მარტში გარდაიცვალა.

 

ეგვიპტელი მართლმადიდებლები ერთ–ერთი უდიდესი რელიგიური უმცირესობაა ქვეყანაში. კოპტური ეკლესია დაახლოებით 11 მილიონ მორწმუნეს აერთიანებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%–ია.
ეკლესიის მრევლი ბოლო პერიოდში შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან, ბიბისის თქმით, იზრდება მათზე თავდასხმების რაოდენობა. ისინი აცხადებენ, რომ ეშინიათ ქვეყნის ახალი ლიდერების.

 

ეგვიპტელი მართლმადიდებლები ამბობენ, რომ ახალი პაპის არჩევას ღმერთს ანდობენ. რაც იმაში გამოიხატება, რომ თვალახვეული ბიჭი სამი ფურცლიდან ერთ–ერთს ამოიღებს. ფურცლები ერთი და იმავე ზომისაა და ერთსა და იმავენაირად დაწერილია სამი კანდიდატის სახელი.

ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა კაიროში მდებარე კოპტური კათედრალიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი